Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ეხმარება მთავრობა ენერგეტიკის სექტორს?

BM.GE
12.12.22 17:37
123
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლოსთვის ჯამში 1500 მეგავატის პროექტებზე გეგმავს აუქციონის გამოცხადებას. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, დამატებით სიმძლავრეებზე აუქციონების გამოცხადება 2023 წელსაც იგეგმება. "მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროსადგურებზე, ასევე ქარისა და მზის სადგურებზე”, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა თბოსადგურების მიმართულებით ახალი პროექტებიც დააანონსა. „ჩვენ ვმუშაობთ დამატებით პროექტებზე, გვინდა შევქმნათ თბოსადგურები. გვინდა გამოვაცხადოთ ტენდერები. აქაც შეიძლება დამატებით 600 მეგავატი ენერგია გამოვიმუშაოთ.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე;
 


Subscribe to our news

Get the main news of the day