Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ეხმარება UNDP გურიაში მეწარმეებს?

BM.GE
01.06.21 12:50
446
აღდგენა კრიზისის შემდეგ - საქართველოს რეგიონების წარმომადგენლება პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიების პროცესი დაიწყეს. სწორედ ამიტომ, საქართველოს რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად ოზურგეთში ფორუმი გაიმართა, სადაც წარმოჩენილი გურიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები იყო. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა საინვესტიციო პროფილები წარმოადგინეს, რომელთა შექმნაში მათ ფინანსურად გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები დაეხმარა. ჩვენ დამატებით ადგილზე სწორედ გაეროს განვითარების პროგრამის ბენეფიციარებს ვეწვიეთ და მათი ბიზნესებიც მოვინახულეთ.

მცირე გრანტები სამოქალაქო სექტორისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების განსახორციელებლად.გაეროს განვითარების პროგრამა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარე პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და დასაქმების ხელშეწყობას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი. რა შედეგებია ამ ეტაპისათვის და რა სამიზნეები აქვს პროექტს?

სტუმარი: ოთარ კონჯარია -"გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში", ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day