Home
Category
TV Live Menu

როგორ გამოიყურება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში - ფოტო

59abb986dbf7a
BM.GE
03.09.17 12:08
1206
შეკვეთილში "თანაინვესტირების ფონდის" 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

სასტუმროში იფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3500 კვმ. ზამთრის ბაღი. თანაინვესტირების ფონდის ცნობით, სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

სასტუმროს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $80 მილიონია.






ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტოები

Subscribe to our news

Get the main news of the day