Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ განვითარდება წყალტუბო?

BM.GE
23.09.21 13:11
244
წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. კურორტის მასშტაბური განვითარების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საპროექტო ჯგუფის გამოწვევა იმის გააზრებაში მდგომარეობდა, თუ რამდენად არის შესაძლებელი საბჭოთა ტურისტული კურორტის საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილად ევოლუცია, წყალტუბოს იდენტობის გაუმჯობესება და სტუმრებთან და ტურ-ოპერატორებთან სწორი კომუნიკაცია.

გენგეგმის ავტორები აცხადებენ, რომ წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად ოთხი მთავარი სტრატეგია უნდა დაედოს: 1. ქალაქ წყალტუბოს მთავარი ღერძის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება. 2. მოქალაქეებისა და სტუმრების ინტერესების გათვალისწინებით, წყალტუბოს ქალაქის ცენტრის მდგრადი მართვის მეთოდების გამოყენება. 3. წყალტუბოს განვითარება არსებული მემკვიდრეობიდან: ადგილის მეხსიერების დაბრუნება სტუმართმოყვარეობის ახალი ფასეულობების შესაქმნელად და 4. წყალტუბოს, როგორც ქუთაისის თანამგზავრი ქალაქის გავლენის ზრდა და წყალტუბო-ქუთაისის, როგორც რეგიონული კვანძის გაძლიერება.

საპროექტო ჯგუფი წყალტუბოს კონცეპტუალური გეგმის შემუშავებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მუშაობდა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა. ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ იმუშავა, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის საერთაშორისო გუნდმა შეაფასა.

სტუმარი: თეკლა იაშაღაშვილი - Cushman & Wakefield Georgia;
მიშა ბალიაშვილი - "ბაუ დიზაინის" დირექტორი


Subscribe to our news

Get the main news of the day