Home
Category
TV Live Menu

როგორ გავარჩიოთ ნატურალური ყველი რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტისგან?

5a9d28bbcc993
სალომე მეცხვარიშვილი
05.03.18 18:22
1079

"იმერული", "ჭყინტი", "სახაჭაპურე", - ეს ის დასახელებებია, რომლებსაც მეწარმეები რძის ფხვნილისგან დამზადებული „ყველის მსგავსი“ პროდუქტის აღსანიშნავად იყენებენ. 2017 წლის 1 ივლისიდან ყველის წარმოების წესები გამკაცრდა და რძის ფხვნილისგან ან მცენარეული ცხიმისგან წარმოებულ პროდუქტზე ტერმინ „ყველის“ დაწერა აკრძალულია.

შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტებში გამოჩნდა პროდუქტები, რომლებსაც არ აწერია "ყველი", თუმცა, იყიდება ყველის სექციაში, აქვს ყველის ფორმა და მასთან ასოცირებული სახელწოდება ("იმერული", "ჭყინტი“, "სახაჭაპურე"). 

პრობლემების შესახებ იციან სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც კანონის აღსრუსლებაზე მონიტორინგი ევალებათ. თუმცა, ყველის მსგავს პროდუქტზე განთავსებულ ეტიკეტებს, რომელიც ყველთან ასოციაციას იწვევს, პრობლემად ან მომხმარებელების შეცდომაში შეყვანად არ მიჩნევენ.

"მეწარმემ უნდა დააწეროს რაღაც სახელი. თუ ჩვენ ბიზნესოპერატორს არ მივცემთ საშუალებას, რომ მან რაიმე სახელი მოიგონოს და დააწეროს, სურსათზე რაიმე დასახელება ხომ უნდა იყოს მითითებული?! ხშირ შემთხვევაში ეს არის მარკეტინგული ხრიკი - "ჭყინტი“, "სახაჭაპურე" და ა.შ. ამას კანონი არ კრძალავს",- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე.

ის მოუწოდებს მომხმარებელს, პროდუქციის შეძენისას ეტიკეტს დააკვირდნენ და ყურადღებით წაიკითხონ რას ყიდულობენ - ყველს თუ მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ პროდუქციას.

Subscribe to our news

Get the main news of the day