ჭკვიანი სახლის სისტემა არის კომპლექსური გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია, რომელიც თავიდან გაცილებთ ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს, ქმნის უსაფრთხო გარემოს და გიმცირებთ ხარჯებს. მისი საშუალებით შეძლებთ მართოთ სახლის განათება, წყალი, გათბობა, ტელევიზია, კონდიციონერი, ტენიანობა, ტემპერატურა - ხმოვანი ბრძანებით ან თქვენს მობილურებსა და სხვა ნებისმიერ ტექნიკაში ჩაშენებული აპლიკაციის დახმარებით. ჭკვიანი სახლი არა მხოლოდ მართავს ბინაში არსებულ ნებისმიერ სისტემას, არამედ გეხმარებათ სახლის საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
როგორ უნდა გახდეს სახლი, ოფისი ან სასტუმრო ჭკვიანი ამ თემაზე „უძრავი ქონების პროსპექტში“ “სმარტერის” მმართველმა პარტნიორმა დიტო აბულაძემ ისაუბრა, მასთან ერთად კი ვმასპინძლობთ „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელს თორნიკე დარჯანიას. „ჰელიოს ენერჯი“ არის კომპანია, რომლის მიზანსაც რაც შეიძლება მეტი მზის სხივის ენერგიის გარდაქმნა წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კომპანია მზის რესურსის გამოყენებას სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს.
სტუმრები: დიტო აბულაძე - “სმარტერის” მმართველ პარტნიორი; თორნიკე დარჯანია - “ჰელიოს ენერჯის” დამფუძნებელი