როგორ გავზარდოთ ვაჭრობა EU-სთან და დავშორდეთ რუსეთს - ორი ინიციატივა
BM.GE
22.11.22 18:59
• 180
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის“ - ეს არის ორი მთავარი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უახლესი კვლევიდან, რომელიც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები უფრო გააღრმავა, BMG-მ კიდევ ერთხელ დასვა კითხვა - რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის და რამდენად აქტიურია ამ კუთხით მთავრობა?