როგორ გახდა ისრაელი მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა ვაქცინაციის კუთხით, რომლის პარალელურად კი, იმედოვნებენ, რომ ლოქდაუნების სერია სამუდამოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელში სამი ლოქდაუნი იყო გამოცხადებული და უმკაცრეს რეგულაციებში უწევდათ მოსახლეობას ცხოვრება. ასევე ეს იყო პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანების მასიური ვაქცინაცია დაიწყეს და დღეს უდიდესი ნაწილი უკვე აცრილია. ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვების მოხსნაც და ადამიანები უბრუნებიან ჩვეულ ცხოვრების რიტმს. როგორ მოახერხა ეს ისრაელმა?