ბრიტანელი დამსაქმებლები ინტენსიურად ფიქრობენ იმაზე, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლები კვირაში ორი დღე მაინც სახლიდან ამუშავონ, თუმცა ამ პროცესის მართვა მარტივი საქმე არ იქნება - კომპანიების ხელმძღვანელებს ამისთვის არაერთი თათბირის ჩატარება დასჭირდებათ, რათა ზუსტად განისაზღვროს დასაქმებულთა სურვილი და, რაც მთავარია, მათი საქმიანობის პროდუქტიულობა - ვის როგორ ურჩევნია სამომავლოდ მუშაობა.