პანდემიურ ქაოსში ოპერირებას ბიზნესები კვლავ ვერ უძლებენ. ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია “ჩირიფრუტმა” 5 სავაჭრო ობიექტი დახურა, ორი კი დარჩა. კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წლევანდელი წლის იმედი გასულ წლებზე უფრო მეტად აქვს. ამის პარალელურად bmg-იმ სხვა ტურიზმზე დამოკიდებული ბიზნესებიც მოიკითხა და ვითარება ნამდვილად არასახარბიელოა.