Home
Category
TV Live Menu

როგორ ინარჩუნებს ეგვიპტური კურორტები მიმზიდველობას და პოპულარობას?

578cc1901a8a2
BM.GE
18.07.16 15:43
1244
ტურისტული კომპანიების მონაცემებით, ზამთრის აქტიური სეზონის შემდეგ ეგვიპტის კურორტები კიდევ უფრო მოთხოვნადი ზაფხულში ხდება. თუმცა ეგვიპტე დამსვენებელს 12 თვის განმავლობაში სთავაზობს ტურისტული სეზონს, მცხუნვარე მზეს, უმაღლესი ხარისხის, ინფრასტრუქტურას და მრავალფეროვან გასართობ პროგრამას.

ტურისტული კომპანია „ინტერკო თრეველი“ პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც მოხმარებელს ეგვიპტის კურორტებზე მაღალი სტანდარტების შესაბამისი დასვენება შესთავაზა. ავიაკომპანია "ეარ კაირომ“ კი კომფორტი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა და ეგვიპტის კურორტების მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი ფრენები დაამატა.


ავიაკომპანია „ეარ კაიროს“ გენერალური გაყიდვების აგენტი საქართველოში, ტურ ოპერატორი „ინტერკო თრეველი“-ს ინფორმაციით- მას შემდეგ რაც "ეარ კაირომ“ ჰურგადას მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, სერვისზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. 2015 წლის ზამთრის პერიოდი ძალიან დატვირთული სეზონი აღმოჩნდა.

ზამთრის განმავლობაში ჩვენი მომსახურებით 10000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა, როგორც თბილისიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამჯერად უკვე შეგვიძლია ზაფხულის სეზონიც გახსნილად გამოვაცხადოთ და ვივარაუდოთ, რომ ეგვიპტეში დასვენება, ზაფხულში კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება. აქტიურად დაიწყო ბილეთების გაყიდვა და დაჯავშნა. ქართველი დამსვენებლისთვის ეგვიპტის კურორტები ნამდვილად პრიორიტეტულ ადგილს იკავებს.

3 საათამდე კომფორტული ფრენა, გარანტირებული მზიანი ამინდი რუჯისა და კარგი გაწყობისთვის, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების დიდი არჩევანი, მაღალი სტანდარტების სერვისი, უცხო ადამიანების გარემოცვა, ეგზოტიკური ადგილები და ეს ყველაფერი ხელსაყრელ ფასად, საჭიროების შემთხვევაში 6 თვიანი უპროცენტო საბანკო განვადების სერვისი - ნამდვილად მომხიბვლელი შეთავაზებაა ქართველი დამსვენებლებისთვის და წინაპირობა იმისა, რომ დასვენების მსურველები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day