Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ მუშაობს აზარტული თამაშობების შესახებ კანონი?

BM.GE
09.02.23 23:36
184
როგორ მუშაობს აზარტული თამაშობების შესახებ კანონი?

აზარტული თამაშების შესახებ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, კანონის ეფექტიანობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სათამაშო ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ პირებმა რომლებსაც კანონი აკრძალული აქვთ აზარტული თამაში გამოსავალი მაინც იპოვეს, ისინი სათამაშოდ სხვის ანგარიშებს იყენებენ ან ქირაობენ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ე.წ ქუჩური გარჩევებით გრძელდება. გასული წლის 1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

Subscribe to our news

Get the main news of the day