Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ მუშაობს "მეწარმეთა შესახებ კანონი"

BM.GE
06.02.22 15:52
481
ვინც ბიზნესმედიას ადევნებს თვალყურს, იცის რომ 1 თვეა საქართველოში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. კანონი მისი წინა ვერსიისგან განსხვავებით გაცილებით ვრცელია და არეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიც არის მაგალითად დირექტორსა და კომპანიას შორის დასადები სასამსახურო ხელშეკრულების მიმართ მოთხოვნებს. გაცილებით უკეთ არის დაცული მცირე აქციონერთა და კრედიტორთა ინტერესებიც. ასევე, დადგენილია კომპანიიდან პარტნიორთა გასვლის მექანიზმები.
რამდენიმეწლიანი მომზადებისა და განხილვების პროცესში ფაქტობრივად ყველა მხარე იღებდა მონაწილეობს, თუმცა ამოქმედებიდან 1 თვის თავზე იურისტების ნაწილი მცირედ ბუნდოვანებებზე მაინც საუბრობენ. მე მსურს მადლობა გადავუხადო ლაშა ნოდიას და ეფრემ ურუმაშვილს, რომ არ იზარებენ და ყოველკვირეულად აცნობენ სხვდასხვა სიახლეებს დაკავშირებულს ამ უმნიშვნელოვანეს კანონონმდებლობასთან გადასახადის გადამხდელებს. თუმცა, რა მიმართულებით შეიძლება გახდეს კანონის დაზუსტების საჭიროება, დეტალები ვნახოთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day