"ახალმა კანონმა ბევრი საკითხი ახლებურად გაიაზრა", - ასე შეაფასა რამდენიმე დღის წინ ფორბს კვირასთან ინტერვიუში ლაშა ნოდიამ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ახალი კანონი, რომელიც წელს ამოქმედდა. კანონი საწარმოთა რეაბილიტაციის შესაძლებლობებზეა ორიენტირებული და მის ნოვაციას წარმოადგენს რეგულირებული შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები გამოინახოს და კომპანიამ კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს.
სტუმრები: თამთა მარგველაშვილი - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“, იურისტი;
სოლომონ ბაღაშვილი - ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების იურისტი