საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებენ. „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ინოვაციებისა და გამჭირვალე სერვისების დანერგვით მუდმივად უმჯობესდება“, - ასეთი შეფასება მისცა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის შესყიდვების უფროსმა სპეციალისტმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას. მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემით 2014 წლიდან სარგებლობს და იყენებს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საჭირო შესყიდვების განსახორციელებლად.
სტუმარი: კახა დემეტრაშვილი -შესყიდვების სააგენტოს თავმჯოდმარის მოადგილე








