როგორ შეცვლის ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი მშენებლობის ფასს?
BM.GE
25.04.23 09:18
• 115
2023 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ასევე ცნობილია, რომ სამშენებლო ხარჯები სექტორისათვის დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. დეველოპერული, თუ სამშენებლო კომპანიები BMG_სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კომპანიები სამშენებლო მასალების გაძვირების გარდა, ბაზარზე კადრების გაძვირებასაც ვარაუდობენ.