“მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად” - ამ შინაარსის პეტიცია დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გავრცელდა. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად, მნიშვნელოვანია სხვა ღონისძიებების გატარება, რომლებიც ამ გაზაფხულის განმავლობაში ეფექტს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშეც მოგვცემდა. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, საზოგადოებამ?