ტექნოლოგიების დანერგვას რომ სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეს არახალია. ქართული აგრო- ტექნოლოგიური სტარტაპები Future Agro Challenge Georgia-ზე შეიკრიბნენ, რომელიც სტარტაპ ბიუროს და აგრო სოლუშენსის ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა საკუთარი გადაწყვეტების პრეზენტაცია გამართეს.