Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ სრულდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია?

BM.GE
15.06.23 23:20
83
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერებაზე იმსჯელეს. თუ რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში მუნიციპალიტეტებმა, როგორი უნდა იყოს ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობა და რა სამართლებრივი და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებია გადასაჭრელი, რომ ადგილზე გაცილებით აქტიური ეკონომიკური აქტივობა გვქონდეს. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდაზე. როგორც ცნობილია, სახელმწიფო 2019 წლიდან გადავიდა მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსულობების ზრდის განსხვავებულ პრინციპზე, კერძოდ ქვეყანაში დღგ-ს 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტებში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულების ტემპით კმაყოფილი არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ 2025-2030 წლების სტრატეგიაში კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება საუბარი, მათ შორის დღგ-ს გარდა, სხვა გადასახადების მუნიციპალიტეტებზე განაწილების თვალსაზრისით.

Subscribe to our news

Get the main news of the day