ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე“ მრგვალი მაგიდა მოიწვია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ეკონომიკური ატაშეები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის დირექტორები ესწრებოდნენ.
შეხვედრის უმთავრესი მიზანი „არასანდო რუსული“ ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება იყო. როგორც EUGBC-ის გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ბიზნესის წახალისება მნიშვნელოვანია, წახალისებაში კი შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არსებული მექანიზმის ამოქმედება, ისე საგადასახადო შეღავათები.
მთავრობის მხრიდან ბიზნესის დახმარების პაკეტის წარდგენას ელოდება ბიზნესიც. მაგალითად Efes საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახება, შესაბამისად ის ფიქრობს, რომ დახმარების პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ან სუბსიდირებას, ან პირდაპირ დახმარებას ან საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას.
სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი;