Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა დარეგულირდეს დისტრიბუტორების და მაღაზიების ურთიერთობა?

BM.GE
10.09.20 10:15
781
ბიზნესის პრობლემა რომელთან დაკავშირებითაც საქმიანი დილას ეთერში არაერთხელ უსაუბრია შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. საუბარია სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, რომელთან დაკავშირებითაც ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. საკითხი, რომელიც ერთი პრობლემის მოგვარების გზა უნდა ყოფილიყო დღეს ახალი გაუგებრობის საფუძველია. დისტრიბუტორთა ასოციაცას წარდგენილ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს. BMG-სთან საუბარში ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მხარეებს ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებს და საცალო მოვაჭრეებს დიამტრულად განსხვავებული პოზიციები აქვთ შეხვედრების გამართვის მიუხედავად შეჯერება ვერ მოხერხდა. ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. რა როგორ უნდა გასწორდეს და როგორ უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო პირობებში?

სტუმრები: ივა ჭყონია - საქრთველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ხელმძღვანელი;
მირანდა მანჯგალაძე - "რითეილ ასოციაცია", გამგეობის თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day