Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა გაიაფდეს საწვავი?

BM.GE
17.05.22 18:43
278
საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება. გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება 2.4%-ით, 114.5-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ფასი კი 3.4%-ით არის გაზრდილი და 114 დოლარს აღწევს. რაც შეეხება "პლაცის" ფასს, 1 ტონა ბენზინის ღირებულება პლაცის მიხედვით, 1266 დოლარს შეადგენს. აქვთ, ან ჰქონდათ თუ არა საწვავის ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებს ბენზინზე და დიზელზე ფასების შემცირების შესაძლებლობა? კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე დაკვირვების შედეგად თქვა, რომ ნავთობკომპანიები იაფად შესყიდულ საწავავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ და მათ ფასის შემცირების რესურსი გააჩნდათ. პრემიერის დავალებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ნავთობკომპანიებს ხვდებიან. რის ხარჯზე ხედავს მთავრობა საწვავის გაიაფების რესურსს და აქვს თუ არა პასუხი კერძო სექტორს იმ არგუმენტებზე, რაზეც კონკურენციის სააგენტო საუბრობს?

Subscribe to our news

Get the main news of the day