Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს ექსპორტი UAE-ში?

BM.GE
12.04.23 10:29
134
რამდენიმე დღის წინ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი დასრულდა. საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებაზე გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. 2022 წლის მაისში კი ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში გაიმართა. 

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ვაჭრობა 2022 წელს სწრაფი ტემპით გაიზარდა. ექსპორტი 51%-ით, $31 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 98%-ით, 283 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც გასულ წელს 24%-ით, 11 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და საკმაოდ მაღალი პოტენციის მქონე ბაზარია, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისათვის. როგორ შეიძლება უკეთ ამ შესაძლებლობის გამოყენება? 

სტუმარი: რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;



Subscribe to our news

Get the main news of the day