Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს ნდობა ვაქცინაციისადმი?- დეტალებით ზაზა წერეთელი საქმიან დილაში

BM.GE
14.01.21 11:24
529
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ საზოგადოები ნდობა დაბალი იქნება. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 2 დღის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 47% იყო. ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა შესაძლოა ვაქცინის არსებობის პირობებშიც ის არ გაიკეთოს.

ხადია ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და იგივე გამოწვევა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას უდგას, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი საინფორმაციო კამპანიაა, რომელიც საქართველოში ჯერაც არ დაწყებულა. თუ არ ჩავთვლით 2დღის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.

როცა ასეთი მასშტაბურ საკითხს ეხება საქმე ალბათ აუცილებელია პროცესში საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩაერთონ და ერთ-ერთი ასეთი ჩვენს რეალობაში გახლავთ ეკლესია. სხვათაშორის კახიძემ მიმართა როგორც ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანზიაციებისა და ასევე საპატრიარქოს წარმოამდგენლებს რომ ამ პროცესში ჩაერთონ და მასთან ერთად აიცრან. თუმცა საპატრიარქოში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ საკითხზე ჯერ არ უფიქრიათ. ხოლო დეკანოზი შალვა კეკლია აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები არა სასულიერო პირების, არამედ ექიმების საქმეა და ვაქცინასთან დაკავშირებით ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

რას ფიქრობს საზოგადოება ვაცინაციის პროცესთან დაკავშირებით და აიცრებიან თუ არა ისინი ვაქცინის შემოტანის შემდეგ?

სტუმარი: ზაზა წერეთელი - ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი
 
 




Subscribe to our news

Get the main news of the day