Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა განაწილდეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია?

BM.GE
07.04.21 20:36
485
ენგურჰესმა მუშობა პირველ მაისს უნდა განაახლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ჰესის ხუთივე აგრეგატის სადერივაციო გვირაბში 2021 წლის 20 იანვარს დაიწყო, დასარულს უახლოვდება. სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების ფონზე, მნიშვნელოვანად გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი, რადგან ენგურჰესი მთელი მოხმარების 40%-ს აგენერირებდა.

სტუმარი: ზურაბ ნოღაიდელი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “ელ გრინის” ერთ-ერთი დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day