Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა გახდეს ენერგეტიკა ინვესტორებისთვის მიმზიდველი?

BM.GE
13.10.22 10:17
171
საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირაში ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალ მოდელს წარადგენს, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურების, მზის და ქარის ელექტროსადგურების დაფინანსების ახალ მექანიზმს ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს ახალ PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმის გამოცხადებამ ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ნაკადი შეაფერხა, ამიტომაც აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს სექტორის მხარდაჭერის სწორი მოდელი. 

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ PPA მოდელს CFD მექანიზმი ჩაანაცვლებს. მინისტრის თქმით, განსხვავებით PPA ხელშეკრულებებისა CFD მოდელს ნაკლები ფისკალური რისკები სდევს თან. ლევან დავითაშვილის თქმით, ერთ ან ორ კვირაში პრემიერს ექნება პრეზენტაცია და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ეს იყო 8-თვიანი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, რომელიც ახლებურ მექანიზმს სთავაზობს ინვესტორებს, განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციების კუთხით. ინვესტორებს სჭირდებათ გარკვეული გარანტიები, ეს მექანიზმები გარანტირებულია, გათვალისწინებულია ფისკალური რისკებიც, რაზეც ხდებოდა აპელირება და ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის მოთხოვნები კონკურენციის თვალსაზრისით.

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;


Subscribe to our news

Get the main news of the day