საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია, თუმცა ქვეყნის გეგმაა, რომ 2023-2024 წლებში თხილის მოსავალი უნდა გაორმაგდეს. გაორმაგებაზე საუბრისას არ იგულისხმება ფართობების მატება, არამედ მოსავლიანობის ზრდა. სამეგრელოში 1 ჰა ფართობზე დღეისათვის საშუალოდ 800 კგ თხილი მოდის, მაშინ როცა კახეთში, სადაც ფერმერებში ცოდნის დონე გაცილებით მაღალია, ეს მაჩვენებელი 2 ტონასაც კი აღწევს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მოწინავე პოზიციების დაკავებისთვის უმნიშვნელოვანესი ცოდნის გაღრმავება და აგროპროცედურების ზუსტი დაცვაა, რასაც ფერმერები იშვიათად ითვალისწინებენ, ხოლო მიღებული შედეგი მათთვის წამგებიანია. მისივე განმარტებით, წელს თხილის ბაღებში მომრავლებულია ფაროსანა რაც ბიზნესის უყურადღებობის შემთხვევაში სექტორისთვის დამატებითი პრობელმა იქნება.