Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა მოგვარდეს ავარიული სახლების პრობლემა თბილისში?

BM.GE
14.10.21 12:32
373
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, მთავრობამ ახლიდან დაიწყო საუბარი რეგულაციების გამკაცრებაზე. პირველი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელსაც მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალური ინპექიციების უფლება-მოვალეობები უნდა გაიზარდოს. თურნავას განცხადებით, დაგეგმილია საკონმდებლო ცვლილებებიც, თუმცა კონკრეტულად რა მიმართუკებით ამ ეტაპზე უცნობია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაი ბითაძეს განცხადებით კი ახალი კანონპროექტის მიხედვით, დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი კვლავ გავრცელდება, რომლის მზიანიც დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრაა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც, რომელმაც განაცხადა, რომ „მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს და ავარიულ შენობებზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

თავის მხრივ მერიაში აცხადებენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა უკანონო მშენებლობებზე 80 მლნ ლარის ჯარიმა გამოწერა. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტს ბოლო წლებში მიშენებებთან დაკავშირებით ნებართვები არ გაუცია. როგორც ვიცე-მერმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას აღნიშნა, მერია წელიწადში ავარიული შენობების გამაგრებისთვის 20 მლნ ლარს ხარჯავდა, თუმცა არჩევნებში მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში უკვე არა მათი გამაგრება არამედ ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონიანი ბიუჯეტის გამოყოფაა დაგეგმილი. ინფორმაციისთვის დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა.

სტუმარი: უჩა ზაქაშვილი - სამშენებლო სამართლის დოქტორი.



Subscribe to our news

Get the main news of the day