Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა მომზადდეს შრომის ბაზრისთვის საჭირო კადრი?

BM.GE
15.09.22 11:04
313
ქართველი დამსაქმებლების 88% პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31% მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს. დამსაქმებელთა მხოლოდ 24% აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება. ეს შედეგები ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ წარადგინა, რომელიც ტურიზმის სექტორში არსებულ შრომის ბაზარს შეისწავლის. 

ამავე მონაცემების მიხედვით, დამსაქმებლების 17% ფიქრობს, რომ კოლეჯებთან თანამშრომლობა მათთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება, 13 %-ის აზრით კი სისტემა კვალიფიციურ კადრს ვერ ამზადებს. არადა კადრების დეფიციტის პრობლემა მწვავედ დგას როგორც კვლევის შედეგად გამოკითხულ 5 რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში და არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ყველა სექტორში იქნება ეს მშენებლობა, ტექნოლოგიები, სამედიცინო საქმე თუ სხვა.

როგორ უნდა მოახერხოს კოლეჯებმა შრომის ბაზრისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის გამოშვება?

 



Subscribe to our news

Get the main news of the day