Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ვითარდება საქართველოში მიტანის სერვისი?

BM.GE
11.11.22 14:38
161
მიტანის სერვისის გლობალური კომპანიების ქართულმა შვილობილებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. ანგარიშგებების თანახმად, გასულ წელს „ვოლტმა” 34.46 მილიონი ლარის (ზრდა წინა წელთან შედარებით 19 მლნ ლარი) ამონაგები მიიღო, ხოლო „გლოვოს” შემოსავალი 33.93 მილიონი (ზრდა წინა წელთან შედარებით 13.3 მლნ. ლარი) იყო. თუ 2021 წელს „ვოლტი“ 2.3 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა, „გლოვომ“ გასული წელი 13.67 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. სიუჟეტი, რომელიც ლიკა გურაბანიძემ მოამზადა სწორედ მიტანის კომპანიებზე და მათ ქართულ ბაზარზე განვითარებაზე უნდა გესაუბროთ. კომპანიების წარმომადგენლები bm.ge-სთან ამბობენ, რომ პანდემიური ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად მათ სერვისზე მოთხოვნა სტაბილურად რჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day