Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორც აპირებს მერია ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლებას?

BM.GE
15.03.23 23:47
88
ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების მესაკუთრეები ქონების გასხვისებას აუქციონის მეშვეობით შეძლებენ - ახალ პროგრამას თბილისის მერია აანონსებს. კახა კალაძის განცხადებით, პროცესში ჩართული იქნება თბილისის მერიაც. კალაძის განმარტებით, მესაკუთრეების თანხმობის და ერთობლივი მომართვის შემდეგ მერია შენობის აზომვას და ღირებულების დადგენის მიზნით მის საექსპერტო შეფასებას განახორციელებს. ამასთან, მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიიღებს გეგმარებით გადაწყვეტილებას და ყველა დოკუმენტი განთავსდება მერიის ვებ-გვერდზე. კალაძის განცხადებით, საბოლოოდ აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი შეეთავაზებათ მესაკუთრეებს და მათი გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება ქონების რეალიზება. მესაკუთრეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ აუქციონზე ქონება მათივე მითითებული ფასით გამოვიდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day