Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორც მუშაობს პრაქტიკაში “გადახდისუუნარობის შესახებ” კანონი?

BM.GE
21.12.22 12:33
136
წელიწადნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი პროცედურებით დაიწყო. 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელმაც ძველი კანონი ჩაანაცვლა. ახალი ნორმატიული დოკუმენტი ორიენტირებულია რეაბილიტაციის გზით საწარმოს არსებობის შენარჩუნებაზე, რასაც აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმთან შედარებით. კანონით განისაზღვრა და შემჭიდროვდა ის ვადებიც, რა ვადაშიც უნდა მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის და პროცედურების წარმოება. როგორ მიიღო ბიზნესმა ახალი კანონმდებლობა და რა ხარვეზები გამოვლინდა რეალური საქმეების წარმოების დროს? ნანა ამისულაშვილი - ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი გვიერთდება სტუდიაში.

სტუმარი: ნანა ამისულაშვილი - ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day