Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორც ვითარდება საქართველოს ეკონომიკის სექტორები

BM.GE
06.07.23 23:30
43
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის, PMC კვლევითი ცენტრისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორობით სექტორების ანალიტიკის ანგარიში მოამზადა, რომელიც ეკონომიკის სექტორებში არსებულ განვითარების ტენდენციებს და პრობლემებს ასახავს. შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კვლევა აჩვენებს, რომ ზრდა ფიქსირდება მრეწველობის, ინფორმაციებისა და კომუნიკაციების და ელექტრონული კომერციის სექტორებში. მაგალითად, 2022 წლის მდგომარეობით, ავეჯის სექტორის ბრუნვა გაზრდილია 17,7%-ით და 293 მლნ ლარს შეადგენს, 18,8%-იან ზრდას აჩვენებს შესაფუთი მრეწველობის სექტორის ბრუნვა, რამაც თანხობრივად 824 მლნ ლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი იზრდება, პროცესს თან ახლავს გამოწვევებიც, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორც ანგარიშის ავტორებმა, ასევე ბიზნესმა. მაგალითად, სამშენებლო სექტორისთვის გამოწვევაა როგორც კადრები, ისე ექსპორტთან დაკავშირებული სტანდარტების დაკმაყოფილება. ერთ-ერთ შემაფერხებელ ბარიერად სახელდება ასევე ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არარსებობაც, რის გამოც ბიზნესს სერტიფიცირების მისაღებად მასალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა უწევს.

Subscribe to our news

Get the main news of the day