Home
Category
TV Live Menu

"როგორც წარსულში ვნახეთ, "გაზპრომის" გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის"

57ceba95f0601
BM.GE
06.09.16 16:45
1015
"საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მანვე სპეკულაციური უწოდა "გაზპრომთან“ დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი "გაზპრომთან“ ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები "სოკართან“. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის“ გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day