მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება. ობიექტის მშენებლობაზე სახელმწიფო ტენდერია გამოცხადებული. სამშენებლო სამუშაოების საწყისი ფასი 2 მილიონ 139 ათასი ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს იწყება და 27 ნოემბერს სრულდება.
მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.
მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება.