Home
Category
TV Live Menu

როგორი იქნება ორსართულიანი მატარებლები, რომელიც თბილისიდან აჭარაში ივლის - ფოტო

5774cf6b7af10
BM.GE
30.06.16 11:48
1045
"საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.

ახალი მატარებლით გადაადგილება ივლისიდან იქნება შესაძლებელი და ის თბილისიდან აჭარის მიმართულებით ივლის. კერძოდ, ურეკის, ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით.

ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day