როგორი იქნება საახალწლოდ განათებული თბილისი - ფოტო
BM.GE
11.12.17 12:36
• 2194
შპს "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს. თბილისში საახალწლო განათებები 15 დეკემბერს ჩაირთვება.
"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით, როგორც საახალწლო განათებების, ასევე საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟს ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო სანათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.