Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იყო 2020 წელი “ჩირინასთვის”? - რევაზ ვაშაკიძე საქმიან დილაში

BM.GE
28.12.20 10:43
475
2020 წელი კომპანია "ჩირინასათვის" ბევრი სიახლის და გაფართოვების კიდევ ერთი ეტაპის დასრულების წლად იყო დაგეგმილი. “სართიჭალა 3” -ის მშენებლობა ფინალურ ეტაპზე კოვიდ წლის დასაწყისში გადავიდა და გაზაფხულისთვის ბიუ ბიუს 35 მლნ-იანი პროექტი, რომელიც EBRD-ის თანამონაწილეობით გაკეთდა და რომელიც სრული ციკლის საწარმოებლად ამ ეტაპზე ბოლო ფერმერული მეურნეობა იქნება უკვე მზად იყო. პირველი ლოქდაუნის თუ სხვა ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების გამო სართიჭალა სამის გახსნა ისეთი მასშტაბური ვერ გამოვიდა როგორც იგეგმებოდა, თუმცა რაც მთავარია ფერმა დაიტვირთა და ამუშავდა, ეს კომპანიას ყოველთვიურად დაახლოვებით 1800-2000 ტონა ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას აძლევს.

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - “ჩირინა”, დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day