Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იყო 2022 სადაზღვევო ბიზნესისთვის?

BM.GE
14.04.23 11:38
53
"ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად რამდენიმე კვირაში წარედგინება. ჯერ კონკრეტული ვადები კვლავ გაურკვეველია, თუმცა არის ვარაუდი რომ მისი ამოქმედება 2024 წლიდან მოხდება. 

სადაზღვევო სექტორმა 2022 წელი 39,2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. 18 სადაზღვევო კომპანიის კონსოლიდირებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდას აჩვენებს. სადაზღვევო პრემია არის თანხა, რომელსაც დაზღვეული იხდის დაზღვევის სანაცვლოდ.

როგორია აი ჯი ჯი -ს შედეგები 2022-ში და როგორი იყო სექტორის ჭრილში ზოგადად გასული წელს?

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day