Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იყო 2022 სათამაშო ბიზნესისთვის?

BM.GE
25.01.23 12:20
158
2022 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 46%-ით არის გაზრდილი. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 114 392 795 ლარს, წინა წლის განმავლობაში კი - 78 406 677 ლარს შეადგენდა; 2022 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 54 243 248 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 6 336 147 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 15 237 518 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 37 574 855 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 38 575 760 ლარი იყო;

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day