2023 წლის იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშიდან ირკვევა. სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უშუალოდ ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ 16.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტემპი 10.1% იყო.
სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;