საპენსიო სააგენტომ უცხოური კორპორაციული აქციების შეძენა დაიწყო. 21 აპრილის მონაცემებით, ფონდის 2.28-მილიარდიანი პორტფელის 0.45% ანუ 10.2 მლნ ლარი უკვე უცხოურ აქციებშია დაბანდებული. გლობალური ინვესტიციის ფარგლებში თანხის დაბანდება MSCI World Index-ში მოხდა. ტრანზაქციებს სააგენტო JP Morgan Chase-ის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერ-დილერია. ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, საპენსიო დანაზოგები კვლავ სრულად განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, კონკრეტულად 8 კომერციულ ბანკში.
სტუმარი: ლევან სურგულაძე - ფინანსისტი
სტუმარი: ლევან სურგულაძე - ფინანსისტი