ტელეგრამ არხ „მედუზას“ წყაროს ცნობით, უკრაინის ომში გასაწვევი ადამიანების ვინაობა და სია თავდაცვის სამინისტრომ და ფედერალურმა უწყებებმა უნდა გადასცენ შესაბამის სამსახურს, რომლის შემდეგაც ომში გაწვევა მოხდება. როგორც „მედუზასთან“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანის წყარომ განაცხადა, რეგიონებიდან მონაცემები ჯერ არ მოსულა. მისივე ცნობით, განსაზღვრულია მობილიზაციის მიახლოებითი ალგორითმიც. „გავიწვევთ და თავდაპირველად ვეცდებით, ნებით მოაწერონ კონტრაქტს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ ძალის გამოყენება მოგვიწევს.
რეგიონალურ ხელისუფლებას მობილიზაციაში სახელმწიფო კომპანიები, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი დაეხმარება“. წყარომ ასევე დაადასტურა, რომ ჯერჯერობით საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის დასრულებამდე, ანუ 27 სექტმებრამდე არ იგეგმება, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს თუ ის უკონტროლო გახდება. უკრაინაში საომრად წასვლის სურვილი რომ რუსეთში ბევრს არ აქვს, იქაური მედიაც ბევრს წერს ამაზე და ტურისტული კომპანიების კომენტარების ბევრი იყო.
რუსებს მას შემდეგ რაც ევროპამ გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა საერთოდ შესვლაზე უაი უთხრა ქვეყნსი დატოვების მყურველებს არჩევანი ბევრი არ აქვთ. არჩევანში საქართველოც ხვდება იმ სავიზო, უფრო სწორად უვიზო რეჟიმით რომელიც ოკუპანტი ქვეყნის შემთხვვაში მოქმედებს. მიგრანტების ახალი ტალღის მოლოდინში უნდა იყოს თუ არა ქვეყანა ცალკე თემაა, თუმცა ცალსახად აქტუალურია და სწორედ ამაზე ვისმჯელებთ, რა სავიზო რეჟიმი მოქმედებს დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში და რა ბერკეტია საჭირო, თუ არის ასეთის საჭიროება იმ ვითარებაში რაც დღეს სამეზობლოშია.
სტუმრები: გიგი გიგიაძე - EPRC-ის უფროსი მკვლევარი;
ლევან ალაფიშვილი - იურისტი.