Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია ბინების დღიურ გაქირავებაზე მოთხოვნა?

BM.GE
05.10.21 12:41
255
Airbnb-ის აღდგენა ნულიდან იწყება, რადგან დღევანდელი მდგომარეობით ბიზნესი, 80%-ით შემცირებულია - ასეთია კომპანიის დამფუძნებლის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, რადგან კორონავირუსის შემთხვევების კლების პარალელურად, მოთხოვნა იზრდება სახლების დაქირავებაზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვითარება ისეთი ვერასდროს იქნება, როგორიც 2019 წელს იყო.

პანდემიამდე, ადამიანები მუშაობდნენ, შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და მოგზაურობდნენ. ახალა ეს სამი ადგილი ძირითადად ერთ სივრცეშია თავმოყრილი, თუმცა ერთი მხრივ მოსახერხებელიცაა, რადგან ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს წავიდეს სამოგზაუროდ, დაიქირავოს სახლი შედარებით ხანგრძლივი დროით და იქიდან იმუშაოს. ასეთია მსოფლიო ტენდენცია და საინტერესოა რა ხდება საქართველოში.

როგორც ამბობენ, ფრენების აღდგენის პარალელურად ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება. მეტიც მაისიდან დატვირთულობა მაღალია, განსაკუთრებით თბილისში და იყო პერიოდები, როდესაც საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო. კომპანიებში, რომლებიც ქვეყანაში ბინების დღიურად გაქირავებას უწყობს ხელს აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნა და ტურისტის შემოსვლა უკვე იგრძნობა. დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ტურიზმზეც. მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისში, აპლიკაციაში განთავსებული 7 371 აქტიური განცხადებიდან, 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა.ბაზრის აღდგენის პარალელურად გაიზარდა Airbnb-ის შემოსავლებიც.

რაც შეეხება ფასებს, საცხოვრებელი სახლების გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით მაინც 2.7%-ითაა შემცირებული, ხოლო პრეპანდემიურ ნიშნულთან შედარებით – 14.1%-ით. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტენდენცია ბინების გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული. ეს კი, თავის მხრივ, პანდემიის ეფექტებსა და საერთაშორისო ტურიზმის შეჩერებას უკავშირდება. შესაბამისად, კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებასა და საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან ერთად, გაქირავების სექტორზე ფასების ზრდაც მოსალოდნელია.

სტუმარი: ნიკა ანჯაფარიძე - კომპანია Wehost, დამფუძნებელი




Subscribe to our news

Get the main news of the day