როგორია დასაქმების სექტორის დინამიკა და ვინ ეძებს კადრებს? ამ კითხვაზე bm.ge პასუხის გაცემას შეეცადა და ქვეყანაში მოქმედი დასაქმების საიტების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. პანდემიური ვითარების შემსუბუქების პარალელურად, ქვეყანაში სხვადასხვა სექტორმა გამოცოცხლება აქტიურად დაიწყო. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით კომპანიები კადრებს ეძებენ და მათი მხრიდან დასაქმების საიტებზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობაც იზრდება. bm.ge-სთან საუბრისას კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არის კონკრეტული სექტორები, საიდანაც მოთხოვნა ახლა ყველაზე მეტადაა, მათ შორის ერთ-ერთი ჰორეკა სექტორია.