როგორია ქართული ღვინის პოტენციალი საერთაშორისო ბაზრებზე?
BM.GE
15.05.23 09:13
• 80
ქართველი სომელიეები და მეღვინეები ქართული ღვინის პოტენციალზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ბოლო 5 წელში გაუმჯობესებულია როგორც ღვინის ხარისხი, ასევე მისი გემური თვისებები, თუმცა მომდევნო 5 წელში კომპანიებს კვლავ ბევრი სამუშაო აქვთ. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ქართველი მეღვინეებს დღეს უკვე პრეტენზია მთელი მსოფლიოს საექსპორტო ბაზრებზე შესაძლოა ჰქონდეთ, თუმცა რიგი საკითხები მოვლენების ამგვარად განვითარებას მაინც აფერხებს. მაგალითად, როგორიცაა ხარისხიანი ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება, რადგან სხვა ქვეყნებს ეს პრობლემა არ უდგათ და ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პირდაპირი კონკურენტები არიან.