კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, წელს ზეთისხილის კარგი მოსავალია და ამიტომ შარშანდელთან შედარებით 100%-ით მეტი ზეთისხილის აღებას და გადამუშავებას აპირებს. BMG-ის ინფორმაციით გასულ წელთან შედარებით მოსავალი თითქმის 100%-ით გაზრდილია. ქართული ზეთისხილის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში წარმოებულ ზეთისხილის ზეთის 70%-ს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 30%-ს უცხოეთში ყიდის. პროდუქცია ექსპორტზე გადის ნიდერლანდებში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და საუდის არაბეთში. ბიზნესმენი თქმით, კომპანია ახალი ბაზრები მოიძიებაზე მუშაობს, რაც ასევე მოიცავს საერთაშორისო გამოფენებში პროდუქციის წარდგენასა და მონაწილეობას.