Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია საქართველოს პორტების ტვირთბრუნვის დინამიკა?

BM.GE
09.11.22 13:01
196
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 10%-ით გაიზარდა. 32%-ით არის გაზრდილი გადამუშავებული ნაყარი ტვირთების, 5%-ით კი გენერალური ტვირთების მოცულობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ტვირთის შემთხვევაში მატება ფიქსირდება როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურებში. აღსანიშნია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთი, რომელიც რუსეთიდან ნოვოროსიისკის გავლით მიდიოდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში გადაიტვირთება. გაზრდილია ყაზახური ტვირთების მოცულობაც. რამდენად უმკლავდება საქართველოს სანავსადგურე ინფრასტრუქტურა გაზრდილ ტვირთნაკადს და რა შესაძლებლობას აჩენს ქვეყნისთვის გაზრდილი მოთხოვნა?

სტუმარი: თამარ იოსელიანი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day