Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია თხილის სეზონი “ჯეო-ნათსისთვის”? - დეტალებით ჯენერ ბელქანია საქმიან დილაში

BM.GE
09.09.20 10:29
593
თხილის მოსავალი წელს ბარაქიანი იქნება და ამდ როის მონაცემებით ექსპორტირებული თხილის მოცულობები გასული წლის სტატისტიკური ონაცემების გაუმჯობესებას უკვე აჩვენებს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული კვირის მიწურულს არსებული შედეგებით, საქართველოდან 1,797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% - ით აღემატება. ამ უქმეებზე პრემიერი სამეგრელოშიც ჩავიდა და მშობლიური კუთხის თხილის ხარისხიც გამორჩეულად შეაქო. თხილის ფესტივალთან ერთად გიორგი გახარიამ რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელიც მოინახულა, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 1 558 000 ლარამდეა სრული საწარმოო ჯაჭვი აქვს გამართული, მათ შორის ჯეო-ნატსი უზრუნველყოფს პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას. როგორია სამუშაო პროცესი თხილის შეგროვების სეზონზე კომპანიისთვის, რომელსაც ყოველწლიურად 7 000-10 000 ტონამდე სხვა და სხვა სახის თხილი ექსპორტზე გააქვს.

სტუმარი: ჯენერ ბელქანია - "ჯეო-ნათსი", დირექტორი
 
 
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day