Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია #YTONG-ის ქარხანის პოტენციალი?

BM.GE
30.09.21 13:46
532
საქართველოში, კავკასიის რეგიონში პირველი YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანა გაიხსნა. პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს.ამჟამად კი მსოფლიოს მასშტაბით მისი 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს.

ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

რას შეცვლის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე YTONG-ის ქარხის გახსნა?

სტუმარი: ილია წულაია - კომპანია „არქის“ დამფუძნებელი.



Subscribe to our news

Get the main news of the day